Tuesday, October 23, 2007

კიბო არ არის!

არ ვიცი რა ქვია კიბოს შიშს, ანუ ხუევოზნაეტფობიაა ამ შემთხვევაში ჩემთვის. ყველთვის მეშინოდა და დღესაც მეშინია იმის რომ აუცილებლად ან კიბოთი მოვკვდები ან მანქანა დამარტყავს. ეს ჩემი ლუზერული ფსიქიკის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა. გინდათ ჩააჯვათ რამე საქმეში? მაშინ დამიძახეთ მე, არა ე.წ. ”ნიუკლიუჟი” არ ვარ, უბრალოდ ერთად-ერთი ვარ, ვისაც ძალით შეუძლია ჩააჯვას როგორც საკუთარ, ასევე სხვის ცხოვრებაში და შემდეგ ამითი ბედნიერი იყოს, რადგან გამოუსწორებელი ოპტიმისტია. ალბათ ამიტომ არ მეძახის არავინ. არავის სურს თავის საქმეში ჩაჯმა. რაღაც ბიზნესი ხო არ ჩამოვაყალიბო შ.პ.ს. ”* * *” - ჩაგიჯვავთ საქმეში - იაფად.
კარგი იქნებოდა არსებობდეს რაღაც სოფლები სადაც ყველა უიღბლო ადამიანი (მამენტ ასეთი ტიპის ადამიანებს სიტყვა ლუზერი უფრო უხდებათ, მიუხედავად იმის რომ ქართული სიტყვა არაა, ნათლად გამოხატავს თავის არსს) იქნება ერთად, დაახლეობით ისე კეთროვნები რომ იყვნენ გარიყულები. იქ ერთად შეიყრებოდნენ ჩემნაირი ადამიანები, საოცარი ადამიანები შეიძლება ითქვას, ანუ გამოუსწორებელი ოპტიმისტები რომელთაც ლუზერული ფსიქიკა ჩამოუყალიბდათ და შიგა და შიგ 10-15 წუთიანი დეპრესიული შეტევები აქვთ. ისე ჩემს ადგილას რომ ვინმე სხვა იყოს, უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემი ბედი რომ სხვას ქონდეს გაცილებით ბევრს მიაღწევდა ცხოვრებაში ვიდრე მე მივაღწიე, საქმე იმაშია რომ პერანგში დავიბადე როგორც თუ არ ვცდები დევიდ კიპერფილდი (ფოკუსნიკი არა მეორე), პირადობის მოწმობა რომ ავიღე ჩემი ნომერი სამი შვიდიანით დამთავრდა, ჯეოსელის ნომერი რომ ავიღე შუაში ისევ სამი შვიდიანი აღმოჩნდა და სხვა მრავალი ფაქტორი არსებობს რომელიც ჩემს ქუდბედიანობაზე, ყისმათიანობაზე და ა.შ. მეტყველებს, ალბათ ამ იღბალის ბრალია ისიც რომ ასეთი უიღბლო, რომელიც ხშირად ფიქრობს თვითმკვლელობაზე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ, ოპტიმისტები თავს არ იკლავენ მამააა.
ხო მთავარი რისი თქმაც მინდა ისაა რომ მიუხედავად იმის რომ იღბლიანი ვარ და ამ იღბლიანობის ბრალია ის რომ ერთ ერთი ხელმოცარული ადამიანი ვარ (აი ლუზერის ქართული დეფინიციაც), არა მამნეტ ბევრს არ უმართლებს ისე როგორც მე, ბოლოს და ბოლოს რამდენი ადამიანი გინახავთ პერანგში დაბადებული, ყოველ ფეხის ნაბიჯზე 777 რომ ხვდებოდეს და იყოს ხელმოცარული? ხოდა რას ვამბობდი, მოკლედ ერთ მომენტში მეც არ გამიმართლა - აგერ 4 თვის წინ სასქესო ორგანოს არეში, ანუ შლანგიდან დაახლოებით 5-6 სანტიმეტრით მარჯვნივ, რბილ ადგილას აღმომიცენდა რაღაც გამონაზარდი რომელიც ძალიან მტკივა ყოველ შეხებაზე ან უხერხულად დაჯდომისას. ჩემი ხუევოზნაეტფობიის გადამკიდე 50-60% დარწმუნებული ვარ რომ ავთვისებიანი სიმსივნის პირველი სტადიაა, მე კიდევ ონკოლოგთან მისვლის მრცხვენია იმიტომ რომ საკმაოდ უხერხულ ადგილას არის ეს რაღაც, დღეს 2007 წლის 12 იანვარია, დავინიშნოთ დრო, მაინტერესებს როდის გაირკვევა რა ჩემი ყლეა ეს რაღაც, მართლა კიბოა თუ უბრალოდ რაღაც მუწუკი რომელიც იმიტომ გაღიზიანდა რომ საკმაოდ ფაქიზ ადგილას მოუწია ამოსვლა, ან სულაც არ სიამოვნებს კუტუსთან ახლოს ყოფნა და ამტომ მახსენებს ასე ხშირად თავს. tongue.gif

ბოდიშს ვიხდი smile.gif