Tuesday, October 23, 2007

გრძნობათა იმპერია - იაპონური სექსები

მე მინდა ვიდგე კვარცხლბეკზე და იქიდან გიყურებდეთ. მე მინდა ვიყო გამარჯვებული თქვენთან ბრძოლაში.

მე მინდა ვიყო რეჟისორი რომელმაც კარგი ფიმლი გადაიღო, მწერალი რომელმაც კარგი წიგნი დაწერა, პოეტი რომელმაც კარგი ლექსი წაიკითხა, მხატვარი რომელმაც შედევრი შექმნა, მე მინდა ვიყო შემოქმედი რომელის შემოქმედებას თქვენ ვერ გაიგებთ მაგრამ თავს მოიკატუნებთ ერთმანეთის მოსატყუებლად, დაწერთ რეცენზიებს, მისცემთ ინტერვიუებს და წაიკითხავთ ლექცეიებს ჩემი შემოქმედების შესახებ, გამოიყენებთ ყველა სიტყვას რაც იცით ან არ იცით, გაიღიმებთ ნიშნის მოგებით აქაოდა მე მივხვდი რა უნდოდა ეთქვა ამ კაცსო.

მე მინდა მოგცეთ საბაბი თქვენი ინტელექტის გამომჟღავნებისა, მე მინდა ვიყო ცრუ წინასწარმეტყველი რომელიც თქვენ მოგცემთ თაფლს და თქვენ ბუზებივით დაეხვევით მას! თქვენ ჩემი მოცემული თაფლი უფრო ტკბილი მოგეჩვენებათ, ვიდრე ის რაც ჩემამდე მოგცათ ღმერთმა! მე მინდა იყოთ მადლიერი ჩემს მიმართ - რადგან კიდევ ერთხელ დავინახო თუ რა უმადურები ხართ. მე მინდა რომ თქვენ სრული სერიოზულობით განმიხილოთ და საქებარი სიტყვები არ დაიშუროთ ჩემს მიმართ - რადგან უბრალოდ დავდგე ჩრდილში და დაგცინოთ.

და ბოლოს როდესაც ერთად შეიკრიბებით, მე მომიწვევთ რადგან პასუხებს ვერ იპოვით, მაგრამ მაინც ძიებასა და კამათში იქნებით , თქვენ დასმულ შეკითხვას ერთი აბსურდული ფრაზით გავცემ პასუხს: ნუ შემეცით თქვენი ინტელექტით - და უბრალოდ გამოვტრიალდები და წამოვალ.

მე მინდა რომ ამ ფრაზის გაგონების შემდეგაც განაგრძოთ ბჭობა და ამ სიტყვებში ფილოსოფია ეძებოთ - მაჩუქეთ კიდევ ერთი მხიარული საღამო.

No comments: