Sunday, November 23, 2008

ლინგვისტიკა

მე მოგივყებით ამბავს ქალისა რომელსაც ძალიან უყვარდა როცა მას კუნილინგუსს უკეთებდნენ, მაგრამ მას ყავდა ქმარი რომელსაც თავის ღირსება არ აძლევდა უფლებას მსგავსი – არაქართული საქმით დაკავებულიყო მე–უღლე–სთან. ცოლს ძალიან უნდოდა, მაგრამ ქმრისთვის თხოვნასაც ვერ ბედავდა, იცოდა რა მისი ხასიათის და პატრიოტიზმის ამბავი. ძალიან უბედური ცხოვრება ქონდა ცოლს, მას ძალიან უყვარდა კუნილინგუსი, მიუხედავად იმისა რომ არასოდეს ქონია ბედნიერება გამოეცადა.

ერთდ დღესაც, როდესაც იგი ჩვეულებისამებრ სეირნობდა თბილისის ქუჩებში და კუნილინგუსზე ოცნებობდა, საოცარი ამბავი შეემთხვა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მან ერთი ახალგაზრდა შენიშნა, სიმპატიური, სანდომიანი სახის ქართველი მამაკაცი, რომელიც მადიანად ლოკავდა მარწყვის ნაყინს. ქალი ერთბაშად გაშეშდა და მამაკაცს მიაშტერდა, ენის ყოველ მოძრაობაზე სხეულში სითბო ეღვრებოდა. ოცნებებში გართულს სულ დაავიწყდა, რომ ქუჩაში იდგა და ნაზი კრუსუნი ააყოლა ინტელიგენტური შესახედაობის ახალგაზრდის ენის მოძრაობას.

თვალი რომ გაახილა, პირველი, ნაყინის ოსტატურად მლოკავი ახალგაზრდის შეშფოთებული სახე დაინახა, ის ჩამუხლულიყო და სველი ცხვირსახოცით სახეს უზელდა, პატრიოტული გრძნობებით აღსავსე პურიტანი მამაკაცის მეუღლეს.
– ქალბატონო ხომ კარგად ხართ? – მთრთოლვარე ხმით შეჰბედა ახალგაზრდამ.
– გავათავე... – აღმოხდა უმწეო არსებას.
– უკაცრავად თქვენ ალბათ გინდოდათ გეთქვათ, რომ გაითიშეთ?! – შეწუხებული ხმით
შეუსწორა, მთელს უნივერსიტეტში ზრდილობით სახელგანთქმულმა, ახალგაზრდა მეცნიერმა.
– დიახ, დიახ! სწორად მიმიხვდით. – ვნებიანად დაეთანხმა ქალი.
– ნება მიბოძეთ ჩაიზე ან ყავაზე დაგპატიჟოთ, აქვე სადმე ახლოს.
– სიამოვნებით, ოღონდ ერთი პირობით, ვიდრე კარგად არ გავიცნობთ ერთმანეთს ჩემი თანდასწრებით ნაყინს ნუ შეჭამთ. – ქალმა კეკლუცად ჩაიკისკისა და ახალგაზრდა მეცნიერს ვნებიანად გაუღიმა.

ჩაბნელებულ ოთახში, ნაზი ხვნეშა ისმოდა. ქალი მის წინ ჩამუხლულ ახალგაზრდას თმებში ჩასჭიდებოდა და ყოველ ამოხვნეშაზე უნებურად წიწკნიდა, მამაკაცს ძალიან სტკიოდა, მაგრამ მისი სახელგავარდნილი ზრდილობა, უფლებას არ აძლევდა ქალისთვის შენიშვნა მიეცა. ის მორჩილად აგრძელებდა ქალის ოცნების ასრულებას. „აი ასე, როგორც ნაყინს, აი ასე, არ გაჩერდე, გემუდარები,“ ბუტბუტებდა ქალი და სიამოვნების მეცხრე ცაზე დაფრინავდა.

–რას შვებით, თქვენი დედა მოვტყან! – ჩაბნელებულ ოთახში, ნამდვილი ქართველი მამაკაცის მჭექარე ხმა გასიმა, რომელმაც თავისი, კუნილინგუსის მოყვარული, მეუღლის ხვნეშა გადაფარა. ამ ხმის გაგონებაზე ახალგაზრდა, ამჯერად კი უმწეო მეცნიერი წამოხტა და ძალაუნებურად სახელოთი ტუჩები მოიწმინდა.
– რას შვებოდი ბიჭო, ცოლს მიტყნავდი?
– არა ბატონო... როგორ გეკადრებათ, მე... მე მხოლოდ ვულოკავდი. – ენა დაება, ევროპული აზროვნების მქონე ახალგაზრდა მეცნიერს, რომელიც ნერვიულობდა, სახელოთი რომ ტუჩები მოვიწმინდე ამ კაცს უზრდელი არ ვეგონოო.
– ლამარა ვინ არის ეს გამოყლევებული? რა უნდა ამას ჩემს სახლში და რატომ გტყნავდა? – განრისხებულმა შეყვირა ცოლს, რომელიც ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო ორგაზმის ეიფორიიდან.
– არ მტყნავდა ლექსო, უბრალოდ მილოკავდა – ვნებიანად უპასუხა ქალმა, რომელსაც თავი სიზმარში ეგონა.
– ვინ ხარ შენ? და რას ულოკავდი ამ დედა მოტყნულს?
– მე, იცით მე.. მე უბრალოდ ლინგვისტი ვარ.
– ვინა?
– ენათმეცნიერი. ინგლისურის სპეციალისტი ვარ და ქვემიმართულებით ამერიკანისტიკა მაქვს არჩეული.
– იაღოველი ხარ?
– არა ბატონო, რას ბრძანებთ, მართლმადიდებელი ვარ, უბრალოდ, როგორ გითხრათ, უფრო ლიბერალურ და ევროპული ღირებულებების მქონე ახალგაზრდების შტოს მივეკუთვნები.
– მერე ევროპაში მაგას გასწავლიან, სხივის ცოლები ტყანითო?
– არა ბატონო, ხო მოგახსენეთ უკვე, არ ვუშვებოდი მაგას მე, იცით მაგ სიტყვის გამეორება მაინც მეუხერხულება, ოჯახში ვართ და სულ ხო არ ავიმყრალებ პირს, ისედაც მჟავ... ბოდიში.
– ჰო, ისე შარვალი გაცვია, გამოდის რომ არ ტყნავდი. და რას ულოკავდი ამისთანას ვერ გავიგე, რო ხვნეშოდა ეს ჩემის გადანგრეული, გამომწვარი ქონდა ბაყვები თუ რა რას ულოკავდი?
– არაა... მაგ სიტყვას ვერ ვიტყვი ბატონო, როგორ გეკადრებათ.
– მაჩვენე მაშინ, აი თითი დაადე და მაჩვენე ერთი რას ულოკავდი. აწიე ქალო ფეხები.
– აი, ამას...–მორცხვად მიანიშნა ახალგაზრდა ენათმეცნიერმა.
– მუ...
– შეჩერდით ბატონო! – მკაცრად შეაწყვეტინა ჭაბუსმა. – მაგ სიტყვას ნუ იტყვით! ბოლოს და ბოლოს საკუთარ ოჯახს მაინც ეცით პატივი.
– ჩემი დედა შევეცი გადამრევს ეს ხალხი.
– ბოდიში ბატონო, მაგრამ „ჩემი დედა შევეცი“ არა სწორი ფორმაა, თუ გავშიფრავთ ეგ იმას ნიშნავს რომ თქვენ, დედათქვენი აიღეთ და ვიღაცას მისით ჩაუტარეთ სექსუალური აქტი, ანუ მდაბიურად რომ ვთქვათ ფალოსის ნაცვლად გამოიყენეთ, აი სწორი ფორმა კი არის „ჩემი დედა–ს“ ანუ დედა გადადის მიცემით ბრუნვაში და ვამატებთ „შევეცის,“ შესაბამისად მივიღებთ იმას რასაც თქვენ გულისხმობთ ამ ფრაზით.
– შენ შვილო შიგ ხომ არ გაქვს, ჯიგრულად?
– დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ არა... ბატონო.
– რატომ უშვებოდი მაგ საზიზღრობას ჩემს ცოლს, აი ეს მაინტერესებს, რა არის ეს ახალი მოდაა? თუ მაზოხისტი ხარ ვიღაცა ხარ?
– პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ ჩემი ბატონო რომ ეს სულაც არ არის საზიზღრობა, და თუ კეთილს ინებებთ და გასინჯავთ თვითონაც დარწმუნდებით, მეორეც კიდე რომ გაგესინჯათ, მე აქ არ ვიქნებოდი, ანუ თქვენ ცოლს ბოლომდე თქვენ დააკმაყოფილებდით და ჩემი ჩარევა არ იქნებოდა საჭირო, მაგრამ დაბრმავებული და დაყრუებული ბრძანდებით! თქვენ უბიძგეთ თქვენ ცოლს უცხო კაცისთვის მიემართა დახმარებისათვის, დიაღ! დიაღ! დახმარებისათვის, რადგან უმწეო ქალი თითქმის დეპრესიაში იყო ჩავარდნილი. ჯერ ერთი და რა უბედურებაა ეს 3 თვეში ერთხელ სექსი, ცოლია თუ ვინ არის საერთოდ? და მეორეც კეთილი ინებეთ და შეასრულეთ მოვალეობა – ბოლომდე დააკმაყოფილეთ ცოლი! და ნუ მიყურებთ მაგ, ბოდიში მომითხოვია და დაშტერებული თვალებით! სიმართლე მწარეა და უნდა მიიღოთ.
ახლა მე წავალ! და თქვენ გააგრძელეთ ჩემი დაწყებული საქმე.

მას შემდეგ ლამარას და ლექსოს, შესანიშნავი სექსუალური ცხოვრება ქონდათ... თითქმის ყოველდღე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, რა საკვირველია.

3 comments:

OTO said...

: )

Kate said...

აუ, რამდენი ვიცინე....:D :D :D


მაგარია....

Anonymous said...

ლოოოოოოოოოოოოოოოოლ
მე რა თქმა უნდა დაგვიანებით ვნახე პოსტი :ლოლ:
იტზ ფანი ))